2018 წლის 19-20 მაისს ჩატარდება GIMPHA-ს მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თბილისში, Radisson Blu Iveria -ში. 

კონფერენცია მიზანად ისახავს ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რამოდენიმე სესია. მოხსენებები შეეხება სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის ონკოლოგიურ გინეკოლოგიას, თავის და კისრის ონკოლოგიას, ნერვ–კუნთოვან დაავადებებს, ინფექციურ დაავადებებს, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს სამედიცინო კარიერაში, ონკოლოგიურ უროლოგიას, სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობას და სხვ.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო ექსპერტების საერთაშორისო გაერთიანება და სხვ.

კონფერენციაზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

უკან